Belive

გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მომავალ შეხვედრას 16 დეკემბერს, UFC 296-ზე, ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს.

38 წლის ამერიკელს UFC-ში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9-ის მოგება შეძლო.

რაც შეეხება ჭიკაძეს, ქართველის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია.

გიგამ ბოლო შეხვედრა 2023 წლის აგვისტოში ალექს კასერესის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.

სხვა სტატიები