Belive

"გერმანია ჩემი მეორე სახლივითაა" - ბასილაშვილი ჰამბურგში მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში ბედს კიდევ ერთხელ ცდის. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ევროპის ღია პირველობა 2018 და 2019 წლებში მოიგო, განაცხადა, რომ გერმანიასთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს. ნიკოლოზმა ამის შესახებ ATP ჰამბურგის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
"ჰამბურგთან ბევრი პოზიტიური მოგონება მაქვს, სწორედ აქ მოვიგე ჩემი პირველი ATP ტიტული 2018-ში და მომდევნო წელს ჩემპიონობის დაცვაც მოვახერხე. მოუთმენლად ველოდები ჰამბურგის ევროპის ღია პირველობაზე კიდევ ერთხელ თამაშს. გერმანია ჩემთვის მეორე სახლივით გახდა. ჩემი სავარჯიშო ბაზები ჰალე/ვესტფალიასა და მიუნხენშია, ვითამაშე გერმანიის ჩოგბურთის ბუნდესლიგაში და მყავს გერმანელი შეყვარებული," - ამბობს ბასილაშვილი.
2021 წლის ჰამბურგის 500-იანთა თანრიგის ტურნირი 12-18 ივლისს გაიმართება. ევროპის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული რუსი, ანდრეი რუბლევია.

სხვა სტატიები