"გარსიას ორი მიზეზით გაბრაზებული კვარა ეყოლება" - იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს
3 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალება TuttoSport-ი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ კვარა სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანს განსაკუთრებული მოტივაციით დაუბრუნდება და საამისოდ მას ორი მიზეზი აქვს, როგორც ეროვნული გუნდის წარუმატებელი შედეგები, ისე ინდივიდუალური სტატისტიკის გაუმჯობესება.
"გოლის გარეშე ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც უჩვეულო ფაქტია, ვინაიდან ის საგოლე ეპიზოდებში ყოველთვის რეგულარულად მოქმედებდა, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებში, რომელშიც ხუთი მატჩია გოლი არ გაუტანია, იქამდე ჩატარებულ ექვს მატჩში კი მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და სამი საგოლე პასიც გააკეთა.
გარსია მიიღებს ძალიან გაბრაზებულ კვარას უახლოესი მატჩებისთვის და ამის მიზეზი არამხოლოდ ინდივიდუალური სტატისტიკის გაუმჯობესება, არამედ ის ფაქტიც იქნება, რომ საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა", - წერს იტალიური მედია საშუალება.
"ნაპოლი", რომელსაც იტალიის სერია A-ში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ დაგროვებული 6 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს "ჯენოას" წინააღმდეგ სტუმრად 16 სექტემბერს გამართავს.