Belive

განახლებული ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: 4 ქართველი სიის სათავეში

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ზაგრების გრან-პრის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშრისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ის განახლებული რეიტინგი, რომელთა მიხედვითაც ტოკიოში ფალავნები განითესებიან. Live.ge გთავაზობთ წონითი კატეგორიების ლიდერებს:

-60 კგ

-60 კილოგრამ წონით კატეგორიას წარმოშობით ქართველი რობერტ მშვიდობაძე 6295 ქულით ლიდერობს, რომელიც რუსეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს. მეორე ადგილზე კი იმყოფება ამირან პაპინაშვილი, რომელსაც 5551 აქვს.

-66 კგ

-66 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში უდგას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც 5645 ქულა აქვს.

-73 კგ

-73 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში უდგას აზერბაიჯანელი - რუსტამ ორუჯოვი, რომელსაც 6159 ქულა აქვს. მესამე ადგილზე იმყოფება 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც 5603 ქულა აქვს.

-81 კგ

-81 კილოგრამ წონით კატეგორიას ლიდერობს ირანელი - საიდ მოლაი, რომელსაც 6179 ქულა აქვს. სამწუხაროდ -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს 10-ეულში არცერთი ფალავანი არ ყავს.

-90 კგ

გადავედით მძიმე წონაზე, სადაც -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერობს - ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა ესპანეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს. ნიკოლოზ შერაზადიშვილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მას 7415 ქულა აქვს. -90 კილოგრამ წონით კატეგორიის სიის მე-7 ნომერია ბექა ღვინიაშვილი, რომელსაც 4223 ქულა აქვს.

-100 კგ

მძიმე წონაში, კერძოდ კი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სიის სათავეში დგას საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი. მას 7637 ქულა აქვს.

+100 კგ

+100 კილოგრამ წონით კატეგორიას რომ გურამ თუშიშვილი ლიდერობს მაგაში ეჭვი არავის ეპარება, გურამ თუშიშვილი მსოფლიოსა, 2 გზის ევროპისა და ევროპული თამაშების გამარჯვებულია. გურამ თუშიშვილს 6876 ქულა აქვს და იგი მეორე ადგილზე მყოფ ლუკაშ კრპალეკს ‭2 479‬ ქულით უსწრებს.  

სხვა სტატიები