Belive

გამარჯვება დიდი ანგარიშით: 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომეხ თანატოლებს მოუგო

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა თბილისში სომეხ თანატოლებს დიდი ანგარიშით 5:1 აჯობა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აგვისტოს თვეში ჩვენმა გუნდმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა, რომლის საწყისშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თითო გოლის გატანა ანანო მიქაბერიძემ, კესო მეტონიძემ, ლოლიტა კალოიანმა, ლიზი კაკულიამ და მარიამ ჯოჯუამ შეძლეს.

საქართველოსა და სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 14 აგვისტოს შედგება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები