Belive

FC24-ის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის კვარაცხელია და მამარდაშვილი მოხვდნენ

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო თამაშის, FC24-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, ორი ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ.

earlygame.com-მა სხვადასხვა პოზიციის მიხედვით, საფეხბურთო თამაშის ახალი ვერსიის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები გამოარჩია.

მეკარის პოზიციაზე საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" 23 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. მისი შეფასება 80-ია, რაც თავის პოზიციაზე გამორჩეულ ექვს ფეხბურთელს შორის მეორე საუკეთესო შედეგია.

EA FC 24 Talents GK Goalkeepers Talents EAFC

შემტევებს შორის, სადაც როგორც ორივე ფლანგის გარემარბები, ასევე ცენტრალური შემტევი ნახევარმცველები იგულისხმებიან, "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს 86-იანი ნიშნულით შეფასების გრაფაში მეორე პოზიცია უკავია და მხოლოდ მადრიდის "რეალის" შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს ჩამორჩება.

Best talents career mode EA FC 24

სხვა სტატიები