Belive

ფაბიო კაპელო: "სალერნიტანასთან ნამდვილი კვარაცხელია ვნახე"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"ვფიქრობ, "ნაპოლი" ჯერ ისევ რთულ ფაზაშია. მაცარი ახალი მოსულია და ნათელია, რომ რუდი გარსიას სამწვრთნელო სტილისგან განსხვავებულ მიდგომასთან ადაპტირებას თან სირთულეები ახლავს.

მე-20 ტურის მატჩში "სალერნიტანასთან" მე ნამდვილი კვარაცხელია ვნახე, რომელსაც მეტოქეების სერიულად მოტყუება შეუძლია.

ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გუნდს კიდევ ერთი ლიდერი აკლია - ხომ გახსოვთ როგორ უჭირდა "ინტერს" ლაუტარო მარტინესის გარეშე", - თქვა "მილანის", "რომას", მადრიდის "რეალის", ტურინის "იუვენტუსისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" შემდეგ შეხვედრას იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალში, 18 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები