Belive

ევროპის ჩემპიონატის I საშეჯიბრო დღე - პრევიუ: ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

6 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

3-5 ნოემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი მონპელიე, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ, საიდანაც 2 მამაკაცი იქნება, ხოლო 2 ქალი.

3 ნოემბერს ტატამზე მამაკაცებიდან: 60 და 66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიები გამოვლენ.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს. 20 წლის ქართველი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მას მეტოქედ, ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე - რამაზან აბდულაევსა და ავსტრიელ - დანიელ ლეუტბეგს შორის გამაჯვებული ეყოლება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი სარდალაშვილი, ბელგიელ - იორე ვერსტრაეტენსა და თურქ - სალიჰ ილდიზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.

მარგველაშვილი C ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე - მურად ჩოპანოვსა და მოლდოველ - რადუ იზვორეანუს შორის გამარჯვებულს შორის გამარჯვებული იქნება.

ერთადერთი რთული მეტოქე, რომელიც ვაჟა მარგველაშვილს ბადეში ჰყავს, ისრაელის წარმომადგენელი - ტალ ფლიკერია. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი, დიდი შანსია იმისა, რომ ვაჟას მეტოქე, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, წარმოშობით უკრაინელი - ბოგდან იადოვი იყოს.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ: ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იასპარეზებენ.

ეთერ ლიპარტელიანი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი, ესპანელ - ადრიანა როდრიგეს სალვადორსა და ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე - ქსენია გალიცკაიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ეთერ ლიპარტელიანს ნახევარფინალში გასვლის იდეალური შანსი აქვს.

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, 18 წლის ქართველი ფალავანი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მას ბრიტანელი მეტოქე - ლელე ნაირნე ეყოლება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნინო ლოლაძეს ბადეში უძლიერესი კოსოვოელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ნორა გიაკოვა ჰყავს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები