Belive

ევროპის ჩემპიონატი, დასკვნითი დღე - პრევიუ | ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილმა შეძლო და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც უფრო სამწუხაროა, მან ფინალი რუს მეტოქესთან - ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. ასე და ამგვარად, 3 განვლილი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია (პირველ დღეს ოქრო გიორგი სარდალაშვილისგან, მეორე დღეს ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანისგან).

წინ კი დასკვნითი და ძალიან საინტერესო საშეჯიბრო დღეა, სადაც 3 ქართველს ვიხილავთ.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ილია სულამანიძე დაიცავს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ვიცე-ჩემპიონია.

ილია C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში პირდაპირ 1/8-ფინალიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქის ვინაობა, სერბულ-მაკედონიურ დაპირისპირებაში გაირკვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძიუდოს ექსპერტების აზრით, ილია სულამანიძე C ბადის მთავარი ფავორიტია და მას შესწევს ძალა, რომ ევროპის ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმოს.

+100 კგ

მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი დაიცავს.

რა თქმა უნდა, თუშიშვილი განთესილია და C ბადეში ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც თურქულ-ბელგიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.

თუშიშვილს ბადეში უშანგი კოკაური ჰყავს. ძიუდოს ექსპერტების აზრით, გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.

სომხიშვილი A ბადეში განუთესავია და პირდაპირ რომ ვთქვათ, მას წილისყრაში ძალიან არ გაუმართლა. იგი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, აზერბაიჯანელ - ნიგარ სულეიმანოვასთან იწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ნიდერლანდელ - კარენ სტივენსონ დაუპირისპირდება.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მას ბადეში უძლიერესი ფრანგი - რომან დიკუ ჰყავს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები