Belive

ევროპა ლიგა: ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები პლეი-ოფში ცნობილია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ეს 18 დეკემბერს, შევიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში გაირკვა, სადაც წილისყრა გაიმართა.

აღნიშნული ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მონაწილეობას სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდი იღებს - ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" თამაშობენ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი "ყარაბახის" ღირსებას იცავს.

მათი მეტოქეები მერვედფინალში ასეთია:

"ბრაგა" - "ყარაბახი";

დონეცკის "შახტარი" - "მარსელი";

რაც შეეხება სხვა წყვილებს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

"ფეიენოორდი" - "რომა";

"ლანსი" - "ფრაიბურგი";

"ბენფიკა" - "ტულუზა";

"გალათასარაი" - პრაღის "სპარტა";

"მილანი" - "რენი";

"იანგ ბოიზი" - "სპორტინგი";

პირველი მატჩები 15 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 1 კვირის შემდეგ, 22-ში გაიმართება.

სხვა სტატიები