Belive

ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ისტორიული დღეა ქართული ძიუდოსთვის. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ეთოს იაპონელი მომო ტამაოკი დახვდა, რომელთანაც წინა 4 შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა ლიპარტელიანმა უძლიერეს მეტოქეს 2 ვაზარი აუღო და უშანსოდ მოუგო.

ეთერმა მთელი გზა დამაჯერებლად გაიარა - პირველ წრეში მან სამხრეთ კორეელი იუე კიმი დაამარცხა. მერვედფინალში რუსი დარია კურბონმამადოვა გამოთიშა ასპარეზობას. მეოთხედფინალში ფინელმა ფილა სალონენმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა, ფინალში გასასვლელად კი ლიპარტელიანმა თურქმენი მაისა პარდაიევა დაამარცხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 3 დღის განმავლობაში, ეთერ ლიპარტელიანის ოქრო, პირველი მედალია ჩვენს ყულაბაში.

სხვა სტატიები