ეროვნულ ლიგაში საწყისი წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2025 წლის სეზონის საწყისი წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ჩემპიონატის საწყისი წრის საუკეთესო ფეხბურთელად "იბერია 1999-ს" მცველი, ივა გელაშვილი დაასახელა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოც "იბერიას" და ლევან კორღალიძეს ერგო.
საუკეთესო თერთმეტეულში "იბერია 1999-ის" და "დინამო ბათუმის" 4-4 ფეხბურთელი მოხვდა, თითო თითო მოთამაშე კი "დინამო თბილისის", გორის "დილას" და წყალტუბოს "სამგურალის" შემადგენლობიდან.
საქართველოს ეროვნული ლიგის საწყისი წრის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია:

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს "იბერია 1999" 23 ქულით და წაუგებლად ლიდერობს, მეორე პოზიციას "დინამო ბათუმი" იკავებს, რომელსაც ასევე არ წაუგია და 21 ქულა აქვს, ხოლო 17 ქულის მფლობელი გორის "დილა" მესამე ადგილზეა.