Belive

ფედელე: "კვარა კლაუდიო სალასა და ბრუნო კონტიზე უფრო პროდუქტიულია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კამპანიის რეგიონის წარმომადგენელმა, იტალიელმა საფეხბურთო კომენტატორმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შესახებ საუბრის დროს, ფედელემ ხაზი ნეაპოლელი ხალხის დამოკიდებულებას გაუსვა და აღნიშნა, რომ კვარა იტალიელ ვეტერანებზე, კლაუდიო სალასა და ბრუნო კონტიზე გაცილებით პროდუქტიული ფეხბურთელია.

"ნეაპოლში ერთი დიდი ნაკლოვანება გვაქვს - ინდივიდუალურ სანახაობაზე ვართ შეყვარებულები. რამდენიმე კვირის წინ, ნამდვილი ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნების შესახებ ვსაუბრობდით, რაც შემდეგ ისევ შევწყვიტეთ. ასევე, ჯაკომო რასპადორის მიერ გოლის გატანის შემდეგ, მას ჭეშმარიტ თავდამსხმელად ვნათლავთ. რეალურად, ფეხბურთელები ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიას, ის მოედანზე ძალიან ხშირად ეძებს ისეთ ეპიზოდს, როცა დრიბლინგს წარმატებულად განახორციელებს. თუმცა, როცა ის მოედანზე არაა, ისეთი ფეხბურთელის დეფიციტი გვაქვს, რომელსაც ამის გაკეთებისთვის შესაბამისი რესურსი გააჩნია.

კლაუდიო სალა? არა, ის მას არ ჰგავს: სალამ ცოტა გოლი გაიტანა და მოხრილი ფეხით თამაშობდა, კვარა ასეთი არ არის: მას უფრო მეტი ინდივიდუალური ტექნიკა და გოლი აქვს, ვიდრე სალას და ბრუნო კონტის", - თქვა ენრიკო ფედელემ.

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 3 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები