Belive

EJU: საქართველო - ჩემპიონთა სამჭედლო

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

EJU-მ ქართული ძიუდო "ჩემპიონთა სამჭედლოდ" მოიხსენია. მათ ქართული ძიუდოს 2 დღეს დიდი სტატია მიუძღვნეს, რომელსაც თავიდან ბოლომდე უცვლელად გთავაზობთ.

ვინც ოდნავ მაინც სერიოზულად არის დაკავებული სპორტით, იცის, რომ საქართველო ფიზიკურ სპორტებში ძალიან ძლიერია, რა თქმა უნდა, ტრადიციული ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის გარდა, სპორტები, სადაც ისინი ძალიან ძლიერები არაინ: რაგბი, ძალოსნობა და ძიუდო.

მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს გორმა საკლუბო ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლა, ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით, რომ წარმატების ეს ძალიან მცირე ნაწილი, სააშკარავოზე გამოვიტანოთ და ვნახოთ, თუ რა ხდება „დახურულ კარს“ მიღმა.

No description available.

კვირას დილით გავემართეთ ბაკურიანისკენ, ტურისტული ადგილისკენ, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თბილისიდან დაახლოებით 168 კმ-ში, უფრო სწორად, მანქანით 2,5 საათის სავალზე. ადგილი, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. შესანიშნავად აღჭურვილი სათხილამურო კურორტი, რომელსაც ბევრი სპორტსმენი სასიკეთოდ იყენებს, მათ შორის ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ფიზიკური მომზადებისთვის ქვეყანაში უკეთესი ადგილი არ არის. ჩვენ აქ იმ მიზნით მოვედით, რომ გადაგვეღო დოკუმენტური ფილმის სერია „გაიცანი ჩემპიონები“ - მსოფლიოს ახალ ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილთან (-81 კგ). ჩამოსვლისთანავე, სასტუმროში ფეხის შედგმისთანავე დაგვხვდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური. სამწუხაროდ, შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო, რადგან ბეკაური უკვე მიდიოდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიდი სლემისკენ, რომელიც ამ შაბათ-კვირას ტოკიოში იმართება.

No description available.

ჩვენი პირველი ჩანაწერის დროს შევამჩნიეთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ერთგულები არიან. დილა გამოყოფილი გვქონდა ინტერვიუსთვის, რის შემდეგაც გაიმართა ფოტოსესია და არც ისე დიდი ხნის შემდეგ დაიწყეს დარბაზის შევსება.

No description available.
No description available.

კადეტები და ახალგაზრდული ნაკრები უფროსებთან ერთად ვარჯიშობენ, რათა საუკეთესოებისგან უფრო მეტი ისწავლონ. ციტატა "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის" შეიძლება ზუსტად გამოვიყენოთ მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანისა და მისი პროფესიონალი სამწვრთნელო გუნდის წყალობით, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ თავიანთი კონკურენტების გეგმასა და პროგრამაზე.

ლაშა გუჯეჯიანს დავუსვით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა „რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის?“.

No description available.

"ბევრი ვინმე იტყვის, რომ ეს საკმაოდ მარტივია, თუმცა არ არსებობს წარმატება შრომის გარეშე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ არ გიყვარს, მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებ, უსარგებლოა. უფრო ადვილი ხდება, როცა ოქროს მედლის მოპოვებას ან რაიმე კარგ შედეგს ან პროგრესს მიაღწევ. ეს გინარჩუნებთ მოტივაციას, მეტის სურვილს, ხოლო ამავე დროს სიამოვნებას".

დღეს დილით დავინახეთ, რომ თითქმის მთელი გუნდი ერთად ვარჯიშობს, რამდენად მნიშვნელოვანია კადეტებისა და ახალგაზრდების საერთო წვრთნა ?

"პასუხი საკმაოდ მარტივია, უფროსები არიან ნამდვილი მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდა თაობებისთვის. როცა შენს გვერდით დგას ოლიმპიური ან მსოფლიო ჩემპიონი, იცი, რომ სწორ ადგილას ხარ და ერთგვარად უფრო მეტ ენერგიას იღებ იმისთვის, რომ მიაღწიო იგივე შედეგებს"

დღეში რამდენ საათს ვარჯიშობენ სპორტსმენები?

"შეკრების დროს დღეში სამ ვარჯიშს ვატარებთ, დილა, შუადღე და საღამო და ეს შეიძლება დღეში ექვსი ან შვიდი საათი იყოს."

ვინ არის თქვენი საყვარელი ძიუდოისტი?

"რისი ხილვაც მომწონს ძიუდოისტში არის ტაჩი-ვაზა, ნე-ვაზა და ტაქტიკური მომზადება. არ აქვს მნიშვნელობა ოქროს მედალოსანი ხარ თუ არა. მე მიყვარს მებრძოლები, ამ მომენტში ჩემი საყვარელი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილია, რომელსაც აქვს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი. და ბოლოს, ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმესთან რაიმე პლიუსები დავიწერო, ტატო ყველაზე სრულყოფილი მებრძოლია და მისი დრო მოდის".

სხვა სტატიები