Belive

EJU: გორელმა ბიჭებმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვეს

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2022 წლის კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველომ -55 კგ-ში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე დღეს კი ქართველებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, როგორც -60, ასევე -66 კგ წონით კატეგორიებში.

ამ ფაქტს ევროპის ძიუდოს ფედერაცია შემდეგი სათაურით და სტატიით გამოეხმაურა: "გორელმა ბიჭებმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვეს".

პირველი იყო დავით ქარელი, რომელმაც -66 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ულამაზესი იპონით ფრანგი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

"რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი პრესტიჟული ტურნირია, ამიტომ დიდი ხანია ვემზადებოდი ამ ღონისძიებისთვის, ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა და ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი დამიფასდებოდა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით და ვეცდები, მომავალშიც ასე და ამ სტილით გავაგრძელო ბრძოლა".

არ ვიყავი განთესილი, მაგრამ ჩემი მოტივაცია ძალიან მაღალი იყო, შესაძლოა ჩემი ჩემპიონობა ამანაც გამოიწვია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მსოფლიოზე მედალს მოვიპოვებდი და, რა თქმა უნდა, უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან საბოლოოდ ეს მედალი ოქროსი აღმოჩნდა". - დავით ქარელი.

საბოლოოდ ფინალში, გორელმა ძალიან ნიჭიერმა ბიჭმა ფრანგი მეტოქე ულამაზესი იპონით დაამარცხა.

-66 კგ-ში საბა სამადაშვილისთვის კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას სხვანაირი მოტივაცია ჰქონდა. მას უკვე მოგებული აქვს კადეტთა ევროპის ჩემპიონატი და ამის გამო ახლა მისი მთავარი სამიზნე მსოფლიო ჩემპიონობა იყო.

"რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა ძალიან განსხვავდება ევროპის ჩემპიონატისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპა არის ევროპა და მსოფლიო არის მსოფლიო. ძალიან ბედნიერი ვარ და ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს, ოჯახს და მეგობრებს, ასევე ჩემს გულშემატკივრებს საქართველოში.

როცა ევროპის ჩემპიონი ხარ, ყველა სხვანაირად გიყურებს და სახელის მოსახვეჭად ყველას შენი დამარცხება უნდა. ამიტომ უნდა ეცადო ბოლომდე იბრძოლო და ყველა შეჯიბრში გამოიყენო საკუთარი თავის მაქსიმუმი. ყველა განსაკუთრებული ძალით გებრძვის, ევროპის ჩემპიონატის მოგება, ეს ჩემთვის სამომავლოდ საოცარი მოტივაცია იყო. დარწმუნებული და ამაყი ვიყავი, რადგან ეს ტიტული უკვე მოგებული მქონდა.". - საბა სამადაშვილი.

შესაძლოა, საბასთვის ფინალში გასვლა და ევროპის ჩემპიონის სტატუსით ჭიდაობა მისთვის ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავით ქარელმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და ამ ყველაფერს საბა სამადაშვილმა საკუთარ ფინალამდე უყურა, ის უფრო მოტივირებული იყო ფინალის წინ. მან იცოდა, რომ იგივე შედეგი უნდოდა და საკუთარი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ოქროს მედალი აეღო. ქარელის წარმატების შეგრძნების შემდეგ ტატამზე დადგომა და ოქროს მედლისთვის ბრძოლა თავად საბას მოუწია. ბრძოლის დასაწყისში ოქროს მედლის მოპოვება გარდაუვალი ჩანდა, რადგან ქართველი ფალავანი 1 წუთში 2 შიდოთი ჩამორჩებოდა მეტოქეს, რის შემდეგაც სამადაშვილმა სწრაფად შეცვალა მიდგომაც და ტემპიც და რამდენიმე წამში ულამაზესი იპონით მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.

"შიდოები ძალიან სწრაფად მივიღე, მაგრამ იმ მომენტში თავს ვარიდებდი მეტოქის ჩავლებას, რაც ჩემთვის ჩემთვის უკეთესი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გამიჭირდა, კატასტროფა იყო და გავიფიქრე „რას ვაკეთებ?!“ სწორედ ამ დროს ძალიან მოვინდომე, ყველაფერი ჩავდე და ძალიან სწრაფად მოვახერხე მისი გადაგდება". - საბა სამადაშვილი.

ახლა მას შეუძლია თავის თავს უწოდოს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონი. ორი მედალი - ორი განსხვავებული გრძნობით.

სხვა სტატიები