Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI - საქმეში -100 კგ წონითი კატეგორია ერთვება (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი პირველივე ბრძოლისას შეჯიბრიდან მოხსნეს, -70 კგ წონით კატეგორიაში კი მარიამ ჭანტურია მეორე ეტაპიდან გამოვარდა. აქამდე კი საქართველოს ნაკრებს 2 მედალი აქვს მოპოვებული: ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი, -73 კგ) და ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, -81 კგ). მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს: ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედელი აქვს (3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს) ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება და ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსი აქვს, რადგან იგი კარგ ფორმაში იმყოფება. ვარლამი განთესილი იქნება და A ბადეში მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ლიპარტელიანის მეტოქე მეორე ეტაპზე  ნიდერლანდერ - სიმეონე კატარინასა და ავსტრიელ - აარონ ფარას შორის გამარჯვებული იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, იაპონელი ძიუდოისტი - კენტარო იიდა იქნება. ლიპარტელიანი ამ წონის და ამ ბადის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი ფავორიტი არის. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, იგი სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს. ილია განთესილი არ იქნება და D ბადეში მონაწილეობს, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი თურქ - მერტ სისმანლარს დაეჭიდება. თუ ილია თურქი მეტოქის ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე მეორე ეტაპზე, ძალიან გამოცდილი აზერბაიჯანელი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი და ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონი - ელმარ გასიმოვი იქნება. სულამანიძეს ბადეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი - ჟორჟ ფონსეკა ჰყავს. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Silk Sport HD2-ზე იქნება შესაძლებელი, ფინალური ბლოკი კი Silk Universal-ზე გავა.  

სხვა სტატიები