Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V – ტატამზე ბექაურს და მაისურაძეს ვიხილავთ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი გამოვიდნენ. ეთერ ასკილაშვილმა ასპარეზობა პირველივე ეტაპზე დაასრულა, ტატო გრიგალაშვილი კი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა და ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთხელ, უფრო მსხვილი ასოებით შევიდა.

11 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 90 კგ, ქალებიდან კი 70 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაიცავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ქართველმა ფალავანმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ლაშა ბექაურის საშეჯიბრო ბადე (90 კგ)

ლაშა ბექაური B ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ტაჯიკ - კომრონშოხ უსტოპირიონსა და ახალ ზელანდიელ - უალის ნოას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

1/8-ფინალში კი ლაშა ბექაურის სავარაუდო მეტოქე, სერბი - ნემანია მოიდოვი იქნება.

ბექაურის ბადეში ყველაზე ძლიერი ძიუდოისტი უნგრელი - კრისტიან ტოტია, რომელსაც ლაშა მხოლოდ 1/4-ფინალში თუ შეხვდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, 90 კგ წონითი კატეგორიის B ჯგუფის მთავარი ფავორიტი, სწორედ ახალგაზრდა ქართველი, ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაურია.


ლუკა მაისურაძის საშეჯიბრო ბადე (90 კგ)

ლუკა მაისურაძე C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მეტოქედ უნგრელ - როლანდ გოზსა და მონღოლ - ალტანბაგანა განტულაბს შორის გამარჯვებული ეყოლება.

1/8-ფინალში მაისურაძის სავარაუდო მეტოქე კი თურქი - მიხაილ ჟგანკი იქნება.

ლუკა მაისურაძეს ბადეში ყველაზე ძლიურ ძიუდოისტად, ნიდერლანდელი - ნოელ ვან ტენდი სახელდება.

ძიუდოს საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ლუკა მაისურაძე ამ ბადის მთავარი ფავორიტია და საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგეს.


წინასაწრი შეხვედრები თბილისის დროით 11:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები