Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე IV - ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედალს შეუტევს | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დღეს, 8 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -73 კგ, ქალებში კი -57 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, -73 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლაშა შავდათუაშვილმა მიიღო, რომელიც დამამშვიდებელში ბრაზილიელ მეტოქესთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. ასევე მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა.

9 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის IV საშეჯიბრო დღე აიღბს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.


-81 კგ წონითი კატეგორია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი დაიცავს.

ტატო A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ - უმარ ალფა დიალოსა და პოლონელ - პაველ დრიმალს შორის გაირკვევა.

1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ტატოს მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელ - ნიკოლას იონეზუკასა და გერმანულ-დომინის რესპუბლიკურ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ტატო 1/4 ფინალში გასვლას შეძლებს, მისი სავარაუდო მეტოქე, ორ უძლიერეს ძიუდოისტ, ბელგიელ - სამი ჩოუჩისა და იაპონელ - ტაკანორი ნაგასეს შორის გამარჯვებული იქნება.

ტატო გრიგალაშვილთან ერთად -81 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები

  • ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
  • გილერმე შმიდტი (ბრაზილია)
  • საგი მუკი (ისრაელი)
  • საიდ მოლაი (აზერბაიჯანი)
  • მატიას კასე (ბელგია)
  • ვედატ ალბაირაქი (თურქეთი)
  • შაროფიდდინ ბოლტაბოევი (უზბეკეთი)
  • სოტარო ფუჯივარა (იაპონია)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები