Belive

ძიუდო - ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე I | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
6-10 ოქრომბერს, იტალიის ქალაქ ოლბიაში, ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი წარსდგება.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და შაქრო შათირიშვილი იასპარეზებენ. შაქრო შათირიშვილი განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც კანადელი მეტოქე - ჟოელ დემაერი ეყოლება. კანადური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი ალჟირელ - აბდელატიფ ელ-მაჰდი ბუბეტრას შეხვდება. რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, გიორგი განთესილია და ასპარეზობასი მეორე რაუნდიდან ერთვება. მისი მეტოქე ჩილელ - ლუკას ფერნანდესსა და ჰონგ-კონგელ - კა კი ვონგს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი C ბადეში მონაწილებს და ამ ბადის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

-52 კგ

-52 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება - მარიამ ლაფაჩიშვილი. მარიამი განთესილია და ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც ასევე განთესილი იტალიელი სპორტსმენი - ილენია მონაკო შეხვდება. იტალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მისი მეტოქე ბრიტანელ - სიან ბობროვსკასა და ფრანგ - ჩლოე დევიქტორს შორის გამარჯვებული იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები