9-11 სექტემბერს, ლუქსემბურგი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე ამ მომენტისათვის 43 ქვეყნის 364 სპორტსმენია რეგისტრირებული.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპირველობაზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს:
-60 კგ: გიორგი სარდალიშვილი
-66 კგ: თენგო ზირაქაშვილი
-81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ნიკოლოზ ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი
-100 კგ: ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ: საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
-57 კგ: ნინო ლოლაძე
-70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სალომე მაყიშვილი
-73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, რადგან საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მძიმე წონები გააორმაგა. -100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე წონის მთავარი ლიდერია და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი იქნება ამ ევროპის ჩემპიონატზე. ილიას უფროსებში სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.