დვალიშვილმა ო'მალი გამოიწვია - ქართველი მებრძოლის საჩემპიონო შანსი?!
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილის მეგობარი და თანაგუნდელი, ალჯამაინ სტერლინგი შონ ო'მალისთან დამარცხდა.
მე-2 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხებულმა სტერლინგმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა, დივიზიონის ახალი ჩემპიონი კი შონ ო'მალი გახდა.
ბრძოლას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარმა მსაჯმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა. მოგვიანებით მერაბმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
თუ ო'მალი აჯოსთან რემატჩს გაექცევა, მინდა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დავანგრიო. - მერაბ დვალიშვილი.
If Sean O’Malley ducks Aljo for a rematch then I want to beat his skinny ass for the Belt! #numberonecontender #stopthebullshit
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) August 20, 2023
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის ნომერ პირველი მებრძოლისთვის, ო'მალის ჯერ არ უპასუხია, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.