Belive

დუბაის ტურნირი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
14-20 მარტს დუბაიში ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში ქართველ ჩოგბურთელს თამაში არ უწევს, მეორე რაუნდში კი მისი მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ტეილორ ფრიცი იქნება. როგორც იცით, ნიკოლოზმა 23 წლის ამერიკელი გუშინ, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მეტოქესთან მარტივი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ის რამდენიმე წუთში რობერტო ბაუტისტა-აგუტს (13) შეხვდება და კარიერაში მე-4 ტიტულის მოგებას შეეცდება.

სხვა სტატიები