Belive

დიუსელდორფის გრანდ სლემი: მეორე დღე (პრევიუ)

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 23 თებერვალს, გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში, სტარტს აიღებს 2019 წლის რიგით მეორე გრანდ სლემის მეორე დღე. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 სპორტსმენი იყო, თუმცა ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი: ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდა. ხვალ, მეორე საშეჯიბრო დღეს, მამაკაცებში -73 და 81, ხოლო ქალებში -57 და -63 კილოგრამ წონით კატეგორიები იასპარეზებენ.

-73 კგ

  -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი იასპარეზებენ. ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე  ჩეხ იაკუბ იეჩმინეკსა და კვიპროსელ ჩარილაოს ჰადჯიადამოუს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ფრიდონ გიგანს, ფრიდონი შეჯიბრში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ამ წონის ერთ-ერთ ლიდერს, იაპონელ - შოჰეი ონოს შეხვდება. არ დავაკნინებთ ფრიდონს, თუმცა სამწუხაროდ მისი შანსები ძალიან მცირეა.

-81 კგ

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ბექა დონღვანი და გიორგი კაციაშვილი იასპარეზებენ. ბექა დონღვანი შეჯიბრში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ფაგან გულუზადა  იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ბექას მეტოქე იტალიელ - კრისტიან პარლატისა და ესტონელ - კრისტიან ტონისტეს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება გიორგი კაციაშვილს, გიორგიც ბექას მსგავსად პირველი ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრში და მისი მეტოქე სლოვაკი - ფილიპ სტანცელი იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, გიორგის მეტოქე ბულგარელი - ივაილო ივანოვი იქნება. დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე დღე სტარტს ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება. Live.ge წარმატებას უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.

სხვა სტატიები