დირკ შუსტერი: "ხასიათისა და მენტალიტეტის გამოვლენას ვაპირებთ"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი, დირკ შუსტერი უეფას კონფერენს ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს.
"ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია გაგვევლო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ორდაბასს მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს.
ხვალინდელი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არა თუ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის.
ორდაბასის არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენს შემდეგ ასტანასთან ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს.
საწყის მატჩში ხასიათი, მენტალიტეტი გამოვავლინეთ, საპასუხო შეხვედრაშიც იგივეს ვგეგმავთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ", - ამბობს დირკ შუსტერი.
საწყის მატჩში ქუთაისის ტორპედომ საშინაო კედლებში მეტოქეს 4:3 აჯობა, საპასუხო შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში 17 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.