Belive

"დიდი მადლობა მეგობარო" - ბასკონია თოკოს დაემშვიდობა, ქართველი ცსკა-ს კალათბურთელია

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თორნიკე შენგელია ბოლოდროინდელი ქართული და ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ეს ყველაფერი კი მისი შესაძლო ტრანსფერითაა გამოწვეული. თორნიკე "ბასკონიას" რიგებს 2014 წელს შეუერთდა. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მან ესპანური გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა.

"დიდი მადლობა მეგობარო" - ამ სიტყვებით გააცილეს თორნიკე "ბასკონიადან". შენგელიამ "ბასკონიას" მაისურით პარკეტზე 318 შეხვედრა ჩაატარა, 138 ევროლიგის ეგიდით და 180 ესპანეთის ჩემპიონატში. ესპანური გუნდიდან წასვლის ოფიციალური დადასტურებისთანავე, არმიელთა ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა ქართველი მძიმე ფორვარდის "ცსკა"-ში ჩარიცხვა დაადასტურა. ქართველი კალათბურთელი რუსული კლუბის ღირსებას 3 წლით დაიცავს.  

სხვა სტატიები