დევისის თასზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე გაირკვა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი-ოფში მე-13 ნომრად განთესილ პოლონეთს დაუპირისპირდება.
მატჩები საქართველოში 31 იანვარსა და 1 თებერვალს ჩატარდება ან 1-2 თებერვალს. გადაწყვეტილებას ამის შესახებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია მიიღებს.
საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე, ზურა ტყემალაძე და ალექსანდრე მეტრეველი წარმოადგენდნენ, მსოფლიო ჯგუფი II-ის დაპირისპირებაში მექსიკა 3:2 დაამარცხა.
დევისის თასის რეიტინგში საქართველო 61-ე, პოლონეთი კი 41-ე პოზიციაზეა.
The full draw for the World Group I and World Group II Play-offs has been announced ➡️ https://t.co/klUE3l1EvU pic.twitter.com/v2Sk9WFl1A
— Davis Cup (@DavisCup) October 7, 2024