Belive

დერბი ქაუნთი გიორგი ქინქლაძის სოციალურ ქსელში გამოჩენას ეხმაურება (ვიდეო/კომენტარები)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ინგლისური კლუბი "დერბი ქაუნთი" გიორგი ქინქლაძის სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე გამოჩენას ეხმაურება. მათ სოციალურ ქსელში ქინქლაძის ვიდეო დადეს, სადაც გიორგი ქინქლაძე ინგლისური კლუბის გულშემატკივრებს შობასა და ახალ წელს ულოცავს და მიმართავს, რომ შეუერთდნენ მის გვერდს. ამ ვიდეოს კომენტარებში შეხვდებით უამრავი ბრიტანელი ქომაგის კომენტარებს, სადაც ქინქლაძეს აქებენ და წერენ, რომ გიორგი სწორედ ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ფეხბურთი შეაყვარა.
"ჩემი ფავორიტი "დერბის" ფეხბურთელი, მისი ხელმოწერილი მაისური მაქვს კედელზე"
ქინქი
,,"დერბის" პირველი მაისური გიორგი ქინქლაძის მქონდა"
"ერთი-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს კლუბს ოდესმე ჰყოლია" 
"დაბრუნდი და ითამაშა კვლავ ჩვენთან" 
"ფანტასტიური მოთამაშე და ჩემი ბავშვობის გმირი. ახლა როგორ გვჭირდება ასეთი კრეატიული ფეხბურთელი"

"შესანიშნავი ფეხბურთელი, როდესაც მას ბურთი ჰქონდა, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი"

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე "დერბი ქაუნთის" შემადგენლობაში 2000-2003 წლებში თამაშობდა, სადაც 80 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები