Belive

დემბელეს ტრავმა: როდის დაბრუნდება პსჟ-ს ათიანი?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ლონდონის "არსენალთან" ორრაუნდიანი დუელის საწყის მატჩში "პსჟ-ს" შემტევმა, უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო.

"პსჟ-ს" ერთ-ერთი ლიდერი მოედნიდან მეორე ტაიმში გავიდა და მის ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო. მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გუნდის ათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეებია.

"პსჟ-ს" სამწვრთნელო გუნდის გადაწყვეტილებით, ლიგა 1-ის 32-ე ტურში, 27 წლის ფეხბურთელი მონაწილეობას არ მიიღებს, დაისვენებს, მცირე ტრავმას სრულფასოვნად მოიშუშებს და უდიდესი ალბათობით "არსენალთან" საპასუხო მატჩისთვის მოედანზე დაბრუნდება.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ლიგა 1-ში მომდევნო მატჩს "სტრასბურგთან" სტუმრად, 3 მაისს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

უსმან დემბელე ამ მომენტისთვის ლიგა 1-ში 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ყველა ტურნირზე, მის აქტივში 45 მატჩში 33 გატანილი გოლი და 12 საგოლე პასია.

სხვა სტატიები