Belive

"დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს და თავისუფლებასაც მიიღებს" - ფრანგული მედია ქართველ შემტევზე საუბრობს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული მედია საშუალება score.fr  "ბორდოს" მიერ ლიგა 2-ისთვის მზადების პროცესსა და იმაზე წერს, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბს, ზურიკო დავითაშვილს ახალი სეზონიდან მეტი სივრცე და თავისუფლება უნდა მიეცეს.

"2023/24 წლების სეზონისთვის "ბორდო" საგრძნობლად ძლიერდება. ალიუ ბაჯის, კლემენ მიშლენის და ზურიკო დავითაშვილის კონტრაქტების გამოსყიდვის გარდა, რომლებიც წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში გამოირჩევიან, კლუბმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაიმატა და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა.

იმის ფონზე, რომ კლუბიდან დილან ბაკუას წასვლა უფრო მეტად სავარაუდოა, ზურიკო დავითაშვილმა შეტევის მარჯვენა ფლანგი სრულად უნდა ჩაიბაროს, თუმცა სპორტულ დირექტორს  მარცხნივ, გარემარბის პოზიციაზე სიღრმის შეტანა სურს და ამიტომ სავარაუდოა, რომ რუმინელ ალეში პიტუს დავითაშვილისთვის თავისი ტერიტორიის გაზიარება მოუწევს", - წერს score.fr

ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოს" შემადგენლობაში სადებიუტო, 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები