Belive

დანიელე ადანი: "კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებს შორისაა, მისი კონტრაქტი კი არაადეკვატურია"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიურ მედიაში საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად საუბრობენ.

ამჯერად, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა, დანიელე ადანიმ აღნიშნა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის 30 კანდიდატს შორის შედის, მაგრამ მისი ანაზღაურება ადეკვატური არ არის.

"ნაპოლიში" ურთიერთობები ტოქსიკური ხდება. კვარაცხელია ოქროს ბურთის მოპოვების პოტენციურ 30 კანდიდატს შორის არის, მისი კონტრაქტი და ანაზღაურება კი არაადეკვატურია" - თქვა დანიელე ადანიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ოთხ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება უშუალოდ კამპანიურ კლუბს, მათ იტალიის სერია A-ში 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ დაგროვებული და ჩემპიონატში მეხუთე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი გუნდმა 24 სექტემბერს, "ბოლონიასთან" სტუმრად უნდა გამართოს.

სხვა სტატიები