Belive

დამაჯერებელი გამარჯვება | 17-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინოს აჯობა

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას აგრძელებს.

შესარჩევ ციკლში, მეორე რაუნდის B ლიგის საწყისი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართა და მეტოქეს დიდი ანგარიშით 4:1 აჯობა.

შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქე გუნდის მცველმა, ვიქტორ ჟურდენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, სანდრო მიქაუტაძემ (62) და რეზი გაზდელიანმა (67) ჩვენი გუნდი დააწინაურეს, დასკვნითი ანგარიში კი 90-ე წუთზე გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა.

ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი მატჩი 13 აპრილს, აკვავივაში, ანდორასთან უნდა გამართოს.

სხვა სტატიები