Belive

ჩვენი მეტოქე: ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის დასკვნითი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ჩვენთან და თურქეთთან ჩასატარებელი მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაოს ატლეტიკი), დავიდ რაია (ლონდონის არსენალი), ალეხანდრო რემირო (რეალ სოსიედადი);

მცველები: აიემერიკ ლაპორტე (ბილბაოს ატლეტიკი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენის ბაიერი), მარკ კუკურეია (ლონდონის ჩელსი), მარკოს ლორენტე (მადრიდის ატლეტიკო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დანი ვივიანი (ბილბაოს ატლეტიკი), პედრო პორო (ტოტენჰემი) და დინ ჰაუსენი (მადრიდის რეალი).

ნახევარმცველი: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ლონდონის არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენის ბაიერი), პაბლო ბარიოსი (მადრიდის ატლეტიკო), ალექს ბაენა (მადრიდის ატლეტიკო) და პაბლო ფორნალსი (რეალ ბეტისი).

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო, ფერმინ ლოპესი, ლამინე იამალი, ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგჰეჰოვა (პორტუ) ბორხა იგლესიასი (ვიგოს სელტა).

საქართველოს ნაკრები ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

სხვა სტატიები