ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისში დღეს დაბრუნებულმა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა თავის წარმატებაზე ისაუბრა:
"მიხარია, რომ ჩემი ერი გახარებულია. საქართველო ამ დიდებულ გამარჯვებას ზეიმობს. როდესაც ვხვდები, რომ ამის მიზეზი მე ვარ, სიამაყით ვივსები. ამ წარმატებისთვის მე, მწვრთნელებმა და ექიმებმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ," - თქვა ლუხუმ ჩხვიმიანმა.