Belive

ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ამჯობინა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"კვარა თუ ლეაო? ჩვენ მათ ერთმანეთს ხშირად ვადარებთ და არგუმენტებად გოლები და საგოლე პასები მოგვყავს, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ამაზე უფრო მეტ რამეს აძლევს. ამ მომენტში ჩემთვის ქართველი უკეთესი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი კარგად ვერ დაიწყო", - "ნაპოლის" "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა.

"ნაპოლისა" და "მილანს" შორის გამართული მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც, გუნდებმა ქულები გაიყვეს და ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 18 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ მატჩს 4 ნოემბერს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

სხვა სტატიები