Belive

ჭიდაობა | საქართველოს ნაკრები ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე იასპარეზებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2024 წლის საერთაშორისო სეზონი სარეიტინგო ტურნირით იხსნება. 10-დან 14 იანვრის ჩათვლით, შეჯიბრებას ზაგრები უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მიიღებენ.

10 იანვარს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და ექვს წონით კატეგორიაში: 57, 61, 65, 70, 74 და 86 კილოგრამებში გაათამაშებენ მედლებს. 11 იანვარს კი საპრიზო სამეულებს დარჩენილ ოთხ წონაში: 79, 92, 97 და 125 კილოგრამებში შეავსებენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები 12-14 იანვარს გათამაშდება. 12 იანვარს - 77 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში, 13 იანვარს - 63 და 67 კილოგრამებში , ხოლო 14 იანვარს - 55, 60, 72, 82, 97 და 130 კილოგრამებში.

საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ხოლო ფინალები - 21:00 საათზე დაიწყება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე

57 კგ - რობერტ დინგაშვილი და ლუკა ღვინჯილია

61 კგ - გიორგი ღონიაშვილი

65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი და ედემ ბოლქვაძე

70 კგ - აკაკი ქემერტელიძე და გიორგი ელბაქიძე

74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი

79 კგ - ავთანდილ კენჭაძე

86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე და ევსემ შველიძე

92 კგ - მირიან მაისურაძე და ანდრო მარგიშვილი

97 კგ - მამუკა კორძაია

125 კგ - გენო პეტრიაშვილი, სოლომონ მანაშვილი და გივი მაჭარაშვილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

60 კგ - ნუგზარ წურწუმია

63 კგ - ლერი აბულაძე

77 კგ - იური ლომაძე

130 კგ - იაკობ ქაჯაია

GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია


სხვა სტატიები