Belive

ჩემპიონთა ლიგა: ქართველების ორი გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა და ერთმანეთს შეხვდება

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

29 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე საპასუხო მატჩი გაიმართა.

ორ წყვილში, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები მონაწილეობას იღებენ, გამარჯვებულები გამოვლინდა.

გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის ალმაატის ქაირათმა საშინაო კედლებში ფინურ კუოპიოსთან ითამაშა და საწყისი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს ახლა უბრუნდება და მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ლუკა გადრანი ამ მატჩში მოედანზე არ გასულა, ხოლო გიორგი ზარიამ საწყის ტაიმში სათადარიგოთა სკამზე წითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია, ბოსნიისა და ჰეცეგოვინის ჩემპიონ ზრინსკის შეხვდა. საწყისი მატჩი სლოვაკურმა გუნდმა საშინაო კედლებში 4:0 მოიგო, სტუმრად 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

მნიშვნელოვანია, რომ ალმაატის ქაირათი და ბრატისლავის სლოვანი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ქართველის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს. ასევე, ორივე გუნდს კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე, ხოლო ევროპა ლიგის შესარჩევი რაუნდის პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში დანიშვნამდე სწორედ ალმაატის ქაირათს წვრთნიდა და 2012-დან 2015 წლამდე გუნდს 122 მატჩში უხელმძღვანელა, ორჯერ ყაზახეთის თასი მოიგო და გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფამდე გაიყვანა, სადაც ბორდოსთან წააგო, რომლის მთავარი მწვრთნელიც, ვილი სანიოლი გახლდათ.

სხვა სტატიები