Belive

"ჩამოსვლის დღიდან ველოდი და ოცნება ავიხდინე" - სალია სანდერლენდთან გატანილ გოლზე

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი, ვახტანგ სალია ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ში, სანდერლენდთან დერბიში (3:2) გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ საუბრობს.

"როგორც კი აქ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ყველაზე დიდი მატჩი და მთავარი მეტოქე სანდერლენდი იყო.

მათი კარის აღება ჩემი ოცნება იყო და ვფიქრობ, ეს შევასრულე.

ემოციური იყო და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და გვჯეროდა. ვფიქრობ, საუკეთესო გულშემატკივრები სწორედ აქ, ნიუკასლში არიან.

გოლის ეპიზოდში, ბურთის კარში შევარდნას გარკვეული დრო დასჭირდა და ძალიან მიხარია, რომ გოლი გავიდა.

მთელი თამაშის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვცდილობთ, ყველა მატჩი მოვიგოთ, მაგრამ ეს გოლი და ეს გამარჯვება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - ამბობს ვახტანგ სალია.

19 წლის ქართველ ფეხბურთელს ახალ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, ვახტანგ სალია მატიას იაისლემ პრემიერ ლიგაში მთავარი გუნდის განაცხადში შეიყვანა.

სხვა სტატიები