ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: "არ მინდა, რომ ფეხბურთელებმა განსაკუთრებული წნეხი იგრძნონ"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიან ილიევი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზად ვართ. საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, არანაირი ტრავმა და პრობლემა არ არის.
ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებმაც საწყისი ტურის მატჩი წააგო და შესაბამისად, მათთვისაც გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ასე რომ, ორივე გუნდი მოსაგებად და გამარჯვების მოსაპოვებლად ითამაშებს.
რა თქმა უნდა, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. საქართველოსთან მატჩის შემდეგ ჯგუფში კიდევ 4 მატჩია დარჩენილი, გასაგებია, რომ ესპანეთის ნაკრები მთავარი ფავორიტია ჯგუფში, მაგრამ მატჩები კიდევ არის და ქულების მოპოვება შესაძლებელია, ამიტომ არ მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ შეხვედრის გამო განსაკუთრებული წნეხი იგრძნონ.
ვილი სანიოლის სათადარიგოთა სკამის ნაცვლად ტრიბუნაზე ჯდომა ვფიქრობ მატჩზე გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს. გუნდი უკვე საკმაოდ კარგადაა მომზადებული საიმისოდ, რომ მწვრთნელის დავალებების შესრულება სანიოლის ტრიბუნაზე ჯდომის დროსაც შეძლოს", - ამბობს ილიან ილიევი.
საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 7 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.