Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი სახლში ბედნიერი დაბრუნდეს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების წინ, კომენტარი გააკეთა.

"წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, რომ წელიწადი კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები მზად არიან და ითავისებენ ამას. მარტის შეკრებამდე საფინალო მატჩები გველის და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა შეკრების კარგი განწყობით დასრულება მნიშვნელოვანია.

გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. მაყურებელს ვთხოვ, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს", - თქვა "კარლსრუეს" 29 წლის თავდამსხმელმა.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენი გუნდი ჯერ 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის ნაკრებთან, ხოლო 21 რიცხვში, ესპანეთთან სტუმრად, ვალიადოლიდში ითამაშებს.

სხვა სტატიები