Belive

"ბორდოს საკვანძო ფეხბურთელია, მეტოქისთვის კი მთავარი საფრთხე" - ფრანგული მედია დავითაშვილზე

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული მედია საშუალება ouest-france.fr საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემატევს, ზურიკო დავითაშვილს გამოარჩევს და "ლავანლთან" მოახლოებულ მატჩში მას ყველაზე სახიფათო მოთამაშედ მიიჩნევს.

"ბორდოს" შემადგენლობაში მთავარი საფრთხის შემცველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მას როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ შეუჩერებლად თამაში შეუძლია და ამ სეზონში, ზან ვიპოტნიკთან ერთად, თავის გუნდში ყველაზე საკვანძო და გადამწყვეტი ფეხბურთელია", - წერს ouest-france.

"ჟირონდინები" ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე არიან და ხუთეულთან (რაც პლეი-ოფში მოხვედრას ნიშნავს) ჩამორჩენა 8-ქულიანი აქვთ. "ლავალთან" მატჩი 27 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები