Belive

ბითაძე: "ასეთი თამაშები ჩემი თავდაჯერებისთვის კარგია"

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
დღეს, გამთენიისას, "ინდიანა პეისერსი" დაძაბულ ბრძოლაში "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" 1 ქულის სხვაობით, 113:114 დამარცხდა. ის, რომ "ინდიანამ" მხოლოდ მინიმალური ანგარიშით წააგო, გოგა ბითაძის დამსახურებაცაა. ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან გაცილებით დიდი ნდობა მიიღო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება მიითვალა.
დასანანი მარცხის შემდეგ გოგამ ჟურნალისტებთან ისაუბრა: "როდესაც ხარ ბენჩის მოთამაშე, უნდა იყო მზად, რათა გუნდში ენერგია შეიტანო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ. დღეს წაგებაზე საუბარი რთულია, თუმცა 18 ქულიანი უპირატესობიდან დავბრუნდით, ბოლოს კი უბრალოდ არ გაგვიმართლა. თამაში უნდა გავაგრძელოთ - როდესაც საკუთარ გვარს გაიგებ, უნდა გახვიდე პარკეტზე და თავი წარმოაჩინო, ეს არის ის, რის გამოც ჩვენ აქ ვართ. ტრავმის შემდეგ ამდენი სათამაშო დრო პირველად მივიღე, ასეთ დროს რთულია ფორმაში დაბრუნება, თუმცა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ უნდა მეთამაშა და მეც მზად ვიყავი. ეს ჩემი თავდაჯერებისთვის კარგია, ვიცი, რომ გუნდს ვჭირდები, შემიძლია შემოვიტანო რაღაც კარგი, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება," - თქვა გოგა ბითაძემ.
ასევე იხილეთ: გოგა ბითაძის ყველა მომენტი "პელიკანსთან" თამაშში (ვიდეო)  

სხვა სტატიები