ბიქსენტ ლიზარაზუ: "კვარამ ულტრა სწრაფი ადაპტირება გაიარა და წარმატებას აღწევს"
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდში იანვარში ჩამოვიდა და მას შემდეგ ულტრა სწრაფი ადაპტაციის დამსახურებით წარმატებას აღწევს.
კვარამ "ასტონ ვილას" კარში ფანტასტიკური გოლის გატანა შეძლო, ემლიანო მარტინესმა კუთხე კარგად დაბლოკა, მაგრამ ქართველმა მაინც გაიტანა", - ამბობს ბიქსენტ ლიზარაზუ.
1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი, ბიქსენტ ლიზარაზუ და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, წლების განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ინაწილებდნენ. მათ ერთად, ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ კონფედერაციის თასი (2001 და 2003), ხოლო მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად 4 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, ერთხელ გერმანიის ლიგის თასი, თითო ჯერზე კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს. მათ მოედანზე ერთად 154 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული, სანიოლის პასით კი ლიზარაზუმ გოლის გატანა "ბოხუმის" კარში მოახერხა.