Belive

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 4 ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს 5 წონაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრებიდან, დღევანდელ საშეჯიბრო დღეს 5 სპორტსმენი ჭიდაობდა, საიდანაც 4 ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ნუგზარ წურწუმიალერი აბულაძე, ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია.

55 კგ |

55 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ წურწუმია იცავს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

წურწუმიამ ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი მეტოქე სრული უპირატესობით 10:0 დაამარცხა. ნახევარფინალში კი წურწუმიას მეტოქე თურქი - ადემ ბურაკ უზუნი იქნება.

63 კგ |

63 კგ კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ლერი აბულაძე იბრძვის.

აბულაძემ 1/4-ფინალში თურქი მეტოქე 9:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი - აბუ მუსლიმ აპტიევიჩ ამაევი იქნება.

87 კგ |

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა გობაძე ჭიდაობს.

ლაშა გობაძემ 1/4-ფინალში შვედი - ალექს კესსიდისი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი - ალი ჩენგიზი იქნება.

130 კგ |

რაც შეეხება მძიმე წონას, 130 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობს - იაკობ ქაჯაია.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა - იაკობ ქაჯაიამ, ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელი მეტოქე თანაბარ ბრძოლაში (1:1 - ბოლო მოპოვებული ქულის ხარჯზე) დაამარცხა.

ქართველმა ფალავანმა 1/4-ფინალში უკრაინელი მეტოქე 7:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - საბაჰ სალეჰ შარიატი იქნება.

სხვა სტატიები