ნიკოლოზ ბასილაშვილი გასულ წელს პეკინის ტურნირზე მოპოვებული ტიტულის "დაუცველობის" შემდეგ რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა, ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მე-26 პოზიციაზე იმყოფება.
ახალი კვირიდან ნიკა ვენის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს, სადაც პირველ რაუნდში ფერნანდო ვერდასკოს სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ეყოლება.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ბასილაშვილს ავსტრიულს ასპარეზზე.