Belive

ბასილაშვილის პირველი მეტოქე მონტე კარლოს მასტერსზე ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მონაკოში სტარტი აიღო ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა - მონტე კარლოს მასტერსმა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას 1/32 ეტაპზე იწყებს, სადაც მისი მეტოქე მარტინ ფუქსოვიჩი (37) იქნება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ბასილაშვილი უნგრელს ბოლოს 15 თებერვალს როტერდამში შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა - 6:7; 1:6. ცნობისთვის, მონტე კარლოს მასტერსი თიხის საფარზე გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 207 000 ევროს შეადგენს. მონაკოში ნიკოლოზთან ერთად ითამაშებენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან - რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდერ ზვერევი, დომინიკ ტიმი და კეი ნიშიკორი. ბასილაშვილისა და ფუქსოვიჩის შეხვედრა ხვალ 14 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები