Belive

ბასილაშვილის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა და სარეკორდო მაჩვენებელი რეიტინგში

8 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ის ტიტულს დაეუფლა, მან ურთულესი გზა განვლო ფინალამდე, სადაც მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერ, არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:4 სძლია. ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა საკუთარ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მომდევნო კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგში 23-ე (!) პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ჩინეთის ღია პირველობის ტიტულის მოპოვებასთან ერთად ნიკამ 733 320 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მომდევნო კვირიდან იგი შანხაის მასტერსზე იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა კანადელი, დენის შაპოვალოვი იქნება.

სხვა სტატიები