Belive

ბასილაშვილის მეტოქე სოფიას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული იქნება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირზე ქართველი მე-5 ნომრად არის განთესილი, პირველი მეტოქე კი დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინაიდან ნიკას მეტოქე სწორედ კვალიფიკაციის რაუნდის გამარჯვებული იქნება. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს ბულგარულ ასპარეზზე!

სხვა სტატიები