Belive

ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირზე ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ATP ტურნირის მე-2 რაუნდში ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ეტაპზე გერმანელ მიშა ზვერევს დაუპირისპირდება. 31 წლის მოთამაშემ, რომელიც მსოფლიოს 75-ე ჩოგანია, რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლა კუნის (255) წინააღმდეგ ითამაშა. როდესაც სეტებში ანგარიში თანაბარი - 1:1 იყო, კუნმა ტრავმის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ტურნირს გამოეთიშა. 1/32-ფინალური დაპირისპირებები სტარტს ხვალ, 22 მარტს აიღებს. ნიკოლოზისა და ზვერევის თამაშის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები