Belive

ბასილაშვილი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
6-7 მარტს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფის მატჩს ესტონეთთან გამართავს. დაპირისპირებას თბილისი, კერძოდ კი, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი “მზიური” უმასპინძლებს. სამწუხაროდ, ესტონეთთან თამაშში საქართველოს გუნდს ლიდერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ დაეხმარება. თავიდან ცნობილი იყო, რომ საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელს პლეი ოფის შეხვედრა უნდა ეთამაშა, თუმცა ხელის ტრავმა მიიღო. ასევე საეჭვო შეიძლება გახდეს საქართველოს ნაკრების მე-2 ნომრის, ალექსანდრე მეტრეველის თამაში, რომელმაც 26 თებერვალს თურქეთის ტურნირის პირველი წრის შეხვედრა ნაადრევად შეწყვიტა.

სხვა სტატიები