Belive

ბასილაშვილი მეცის ტურნირს მეორე ეტაპიდან დაიწყებს!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი კვირიდან საფრანგეთში, კერძოდ მეცის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი ახალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია, აღნიშნულ ტურნირზე კი მე-2 ნომრადაა განთესილი. განთესვიდან გამომდინარე ბასილაშვილს პირველ რაუნდში მეტოქე არ ეყოლება, შესაბამისად ის ტურნირს მე-2 ეტაპიდან დაიწყებს. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერ იანიკ მადენსა და რეიტინგის 65-ე საფეხურზე მყოფ უგო უმბერტს შორის გაირკვევა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.  

სხვა სტატიები